ფოტო რეპორტაჟი
2010-12-24
ქალაქი ქალაქში - 30 000 დევნილისათვის
დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტატეგიის შესაბამისად,
2011 წლის გაზაფხულზე ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, დაახლოებით 30
000 დევნილის გრძელვადიანი განსახლება იგეგმება. ფოთში დევნილთა ოჯახებს
დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაასახლებენ. დღემდე
უცნობია, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას გეგმავს სახელმწიფო,
რათა ასეთი მასშტაბური გადასახლებით დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობა
კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
2010-12-14
წინწყაროს ახალი მდგმურები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი წინწყარო 2005 წლამდე
მხოლოდ ბერძნებით იყო დასახლებული. ამჟამად იქ ეკომიგრანტები, ე.წ. ძველი
დევნილები და 2008 წლის კონფლიქტის შედეგად კოდორის ხეობიდან იძულებით
გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.
2010-11-22
დევნილი ძველ ფერმაში ცხოვრობს
ახალგორიდან დევნილი უშანგი რუსიტაშვილი ორ წელზე მეტია,
მიტოვებულ ფერმაში, გაუსაძლის და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს
თავშესაფარი მინიმალურ საცხოვრებელ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ
რადგან რუსიტაშვილს კომპენსაცია (10.000 დოალის ეკვივალენტი ლარებში)
ჯერაც არ მიუღია, სხვაგან წასასვლელი არსად აქვს.
2010-11-19
პერევი დეოკუპაციის შემდეგ
თითქმის ერთი თვეა, საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსული
საგუშაგო გაუქმდა და რუსეთის სამხედრო ნაწილებმაც მოშორებით გადაინაცვლეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პერევში სპეციალურად ჩავიდა, რათა
ოცდაექვსთვიანი ოკუპაციის შემდეგ იქ მცხოვრებ მოსახლეობას გასაუბრებოდა.
2010-11-17
გომბორის გზა მწყობრიდან გამოვიდა
ვაზიანი - გომბორი - თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც,
ოფიციალური ინფორმაციით, 43 მილიონი ლარი დაიხარჯა, საქართველოს
პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. პრეზიდენტი შესრულებული
სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა. ახლადრეაბილიტირებული გზის გახსნიდან ორი
თვეც არ არის გასული და გზა უკვე დაზიანებულია, მოძრაობა კი სახიფათო.
2010-10-22
რა მოხდა ლილოში
21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის შესასვლელთან ფიზიკური
შეხლა-შემოხლა დაახლოებით, 13:00 საათისთვის დაიწყო და თითქმის ნახევარი
საათი გრძელდებოდა. უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს და ჟურნალისტებს.
ნაცემია ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომელი; დაიმტვრა ტელეკომპანია
ITV-ს კამერა; დააკავეს „ფორუმის“ წევრი ზაზა ჩაკვეტაძე.
2010-09-09
ანტისანიტარიაში მიტოვებული დევნილები
აფხაზეთიდან დევნილი 28 ოჯახი წლებია,
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ
დასახლებაში ცხოვრობს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის
პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, უკვე 2 თვეა, წყალგაყვანილობიდან
მუდმივად ჟონავს წყალი და ფეკალური მასები, რის გამოც შენობაში
მომრავლებულია მწერები. უსიამოვნო სუნის გამო თითქმის შეუძლებელი
დერეფნებსა და ოთახებში გაჩერება.
2010-09-01
ფოცხოეწერის მდგმურები - რეპორტაჟი გადასახლებიდან
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრომ ყოველგვარი დიალოგისა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების
საშუალების მიცემის გარეშე, თბილისში რეგისტრირებული 12 დევნილის ოჯახი
ფოცხოეწერის დასახლებაში ჩაასახლა. ამ იძულებით სპეცოპერაციას გადასახლება
უფრო ერქვა, ვიდრე ჩასახლება. ამ დროს დევნილებს შორის იყო ორი ორსული,
სამი ძუძუთა ბავშვი, ექვსი არასრულწლოვანი და ცხრა ავადმყოფი.
2010-08-19
ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე
„მატანს რომ გასცდებით, ასახვევია. იქ
უნდა აუხვიოთ, მაგრამ ამ მანქანით ვერ ახვალთ. ფეხით გაგიჭირდებათ.
ტრასიდან 4 კილომეტრზე მეტი იქნება და ძალიან ცუდი გზაა“, - გვითხრა
ტაქსის მძღოლმა ახმეტის ავტოსადგურში, რომელსაც ხევისჭალისკენ მიმავალი
გზის მისწავლება ვთხოვეთ. მატანს გავცდით. ასახვევშიც ავუხვიეთ. რამდენიმე
ასეული მეტრი გავიარეთ, ორჯერ მდინარეც გადავკვეთეთ, მაგრამ მესამედ ვეღარ
შევძელით. ღრმა იყო. გზა ფეხით გავაგრძელეთ. მივდივართ და სახლებს ვერ
ვხედავთ. მწყემსი შეგვხვდა. ჩრდილში ისვენებდა. გვკითხა: ვინ ხართ, იმ
სოფელში რა გინდათო?
2010-01-18
მრგვალი მაგიდა ქართველი უფლებადამცველების დასაცავად - ფოტორეპორტაჟი
15 იანვარს სასტუმრო „ამბასადორში“ „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „სამოქალაქო მანიფესტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მრგვალი მაგიდა გამართა.
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

