10:07, Tuesday, 21.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ფოტო რეპორტაჟი

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-12-22
გუდიაშვილის მოედნის ისტორიულ სახეს საფრთხე ემუქრება
თბილისის მერია გუდიაშვილის სკვერს 15 მილიონ დოლარად ყიდის. ინფორმაცია მერიის ვებ-გვერდზეა განთავსებული, გამოქვეყნების თარიღის მითითების გარეშე.

2011-12-02
„თავისუფლება ალეს ბიალიაცკის!“ - სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ
1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპროტესტო აქცია გამართა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ბელორუს უფლებადამცველს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე პრეზიდეტ ალეს ბიალიაცკის. აქციას მხარი დაუჭირეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციებმა.

2011-11-18
„აჯანყებული გურული“ ნაგავსაყრელზე მოისროლეს
17 ნოემბერს ლანჩხუთში გვიან ღამით კვარცხლბეკიდან „აჯანყებული გურულის“ ძეგლი მოხსნეს. მანამდე მოსახლეობაში გავრცელდა ჭორი, თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თქვა - თუკი ხალხს ასე უნდა, გურულის ძეგლი ადგილზე დარჩესო. 

2011-11-14
დედოფლისწყაროში ბიძინა ივანიშვილის თანაშემწის სიმამრის სახლი დაიწვა
11 ნოემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. თამაზაშვილი ამჟამად პატიმრობაშია. ის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თამაზ თამაზაშვილი ივანიშვილის მრჩევლისა და თანაშემწის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

2011-10-17
ზემო ალვნელმა თუშებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სოფლიდან გაყარეს
ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის მოსახლეობა სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ. მოსახლეობის უმრავლესობა მესაქონლეობას მისდევს. თუშებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენლებს საძოვრების მოხვნის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს და ისინი სოფლიდან გაყარეს.

2011-09-09
სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდასაჭერად შეიკრიბა
8 სექტემბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საიას ოფისთან შეიკრიბნენ და შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ახალგაზრდა იურისტებზე თავდასხმის გამო.

2011-08-22
ლაგოდეხს სტიქიამ გადაუარა
ლაგოდეხის რაიონში სტიქია 21 აგვისტოს დილიდან გვიან ღამემდე მძვინვარებდა. ლაგოდეხში ზაქათალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან 70 ოჯახია ევაკუირებული. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე „შრომის ხევმა“ კორპუსების ეზოდან 8 ავტოფარეხი წაიღო, წყალმა მთლიანად დაანგრია რესტორანი „ნაძვები“, დაგლიჯა მრავალწლიანი ხეები, დააზიანა ბუნებრივი აირის მილები, დაწყვეტილია ელექტროსადენები. საცხოვრებელი სახლები, გზები და ნაკვეთები დაიტბორა სოფლებშიც. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.

2011-07-21
ქალთა მოძრაობა FEMEN-ის აქცია უკრაინაში ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად
უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა ჟურნალისტები და ორგანიზაცია FEMEN-ის აქტივისტები ცემეს. ასე დამთავრდა 18 ივლისს ქალთა მოძრაობა FEMEN-ის აქცია სახელწოდებით - „ფოტონადირობა“.

2011-07-14
ჟურნალისტები აპროტესტებენ სააკაშვილის ახალ ზღაპარს გრიფით „საიდუმლო“
„მიხეილ სააკაშვილმა ახალი ზღაპარი გამოიგონა, ოღონდ ეს ზღაპარი არის გრიფით საიდუმლო“, „ჩვენ საქმე გვაქვს ნერონთან, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი მუსიკას არ წერს“, - უამრავი მსგავსი შეფასება ისმოდა 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, სადაც ჟურნალისტებმა დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქცია გამართეს.

2011-07-11
პირველი საპროტესტო აქცია დაკავებული ფოტოკორესპონდენტების მხარდასაჭერად
ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, გია აბდალაძის, შახ აივაზოვისა და ირაკლი და ნათია გედენიძეების დაკავებას მედიასაშუალებები იმავე დღეს გამოეხმაურნენ და 7 ივლისს 13:00 საათზე შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის,  ე. წ. მოდულის შენობის წინ დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

2011-06-28
უფლებადამცველებმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26  ივნისს საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ტრადიციულად წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 9 აპრილის ბაღში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი „საფარი“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი.

2011-06-08
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, "მედიაპალიტრის" ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა
დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, „მედიაპალიტრის“ ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები „მედიაპალიტრის“ კუთვნილ საწარმოებში შემოსავლების სამსახურის შესვლას მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ. აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

2011-06-03
არასამთავრობო ორგანიზაციების მდუმარე საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
1 ივნისს 23:30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და 26 მაისს 00:15 საათზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. აქციასაც ასე ერქვა - 00:15. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილებს.

2011-05-18
სკოლა ბოსელში
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც 900-მდე მოსწავლე სწავლობს, სამი წელია რაც კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო.

2011-05-04
აქცია პარლამენტის წინ - ამოტრიალებული გაზეთებით და „შავების“ მეთვალყურეობით
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „მობილიზებულმა მოქალაქეებმა“ 3 მაისს პარლამენტის წინ მედიის თავისუფლების დღე თეატრალიზებული აქციით აღნიშნეს.

2011-05-03
ეკომიგრანტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან 11 ათასი სასწრაფო განსახლებას საჭიროებს. პრობლემის სიმწვავე და მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელია ეკომიგრაციის მიმართ ერთიანი, კომპლექსური სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება.

2011-04-28
„ხელები შორს ბათუმის ბულვარისაგან!“ - მოითხოვენ მოქალაქეები
„ჩემი სახელი და გვარი ბათუმია“, „ნუ გავჩეხავთ ბათუმის გულს“, „გადავარჩინოთ ბულვარი“, - ამ შინაარსის პლაკატების გამოფენა ბათუმის ბულვარის შესასვლელში აქტიურ მოქალაქეებს უკვე რამდენჯერმე მოუწიათ. ისინი ბათუმის ბულვარში ასწლოვანი ხეების გაჩეხვას და 35-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ.

2011-02-22
მაღალჩინოსანთა სასახლეების გამოფენა გაგრძელდება
„თუ სასამართლომდე მივა საქმე, დავამტკიცებთ, რომ ეს სასახლეები ნამდვილად მათ ეკუთვნით“, - აცხადებს მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე.

2011-01-24
ხელისუფლება დევნილების გადასახლებას აგრძელებს
დევნილების მასობრივმა გამოძევებამ საცხოვრებელი ადგილებიდან ბევრს გაუჩინა შეგრძნება, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად ასრულებს მიზანს - თბილისი დევნილების გარეშე! 20-21 იანვარს დევნილები თსუ-ს სტუდქალაქიდან, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან, ყაზბეგის #25-დან, ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტლიდან და ყიფშიძის #34-დან ძალის გამოყენებით გამოასახლეს.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC