ფოტო რეპორტაჟი
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2015-12-13
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა შრომითი თერაპიის პროექტი პატიმრებისთვის
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა პროექტი „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვა პატიმართათვის საქართველოში“. პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პატიმართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას, განხორციელდა რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში.
2015-05-05
მერიის ხელმოწერილი ნებართვა და საზოგადოების პროტესტი
27 აპრილს სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფმა“ თამარაშვილის 13 ნომერში, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით, ხეების გაჩეხვა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული ფაქტი „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს.
2015-04-17
ცხოვრება გადამწვარ სახლებში
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რამდენიმე სახლი დაიწვა. „ომის კვალი ადვილად არ ქრება“ - ეს განცხადება განცხადება საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვდრაზე გააკეთა. ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს საზღვირსპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების შესახებ. არც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს დამწვარი სახლების აღდგენის სამოქმედო გეგმა.
2015-03-16
მეწყერსაშიში ზონები გურჯაანში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის გამგეობას გამაფრთხილებელი გეოლოგიური დასკვნები გადასცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გეოლოგიური კვლევების თანახმად, გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში- კარდენახი, ჭანდარი და კოლაგი - მეწყერსაშიშ უბნებზე მცხოვრები ოჯახები დაუყოვნებლივ უნდა გადასახლდნენ.
2015-02-24
მოვაჭრეებისა და ინვესტორის ულტიმატუმი გორის მერიას
გორში ქალაქის ცენტრიდან ბაზრის გარეუბანში გადატანამ მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ მოვაჭრეების ნაწილმა ბაზრის ტერიტორიის სკვერი დაიკავა და იქ კუსტარულად მოწყობილ დახლებზე ეწევიან კომერციულ საქმიანობას. მოვაჭრეები ბაზრის მფლობელს, ებრაელ ინვესტროს უპირისპირდებიან.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას