კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერვიუ

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დავით წიქარიშვილი: „მასწავლებელთა ატესტაცია მთლიანად არის ადამიანის შრომითი უფლების დიდი დარღვევა“

9 სექტემბერი, 2010

აფხაზებსა და ქართველებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას ხელს სიცრუის მანქანა უშლის

17 ივნისი, 2010
ოტობაია - ეს არის სოფელი გალის რაიონში, სადაც ეთნიკური ქართველებისთვის ცხოვრება რთულია, მაგრამ სოფლიდან აბარგებას ბევრი ოჯახი არ ჩქარობს. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ოტობაია ზუგდიდთან შედარებით ბევრად უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრმა ზუგდიდელმა (და არაზუგდიდელმაც) ომის დღეებში თავი ოტობაიას შეაფარა. დღეს ამ სოფელამდე მისასვლელი უსაფრთხო გზა არ არსებობს, მაგრამ ოტობაიაში სიცოცხლე მაინც გრძელდება. სოფლის პრობლემებზე, აფხაზებისა და ქართველების დღევანდელ ურთიერთობებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ოტობაიას პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ლარისა ხუფენია ესაუბრება.

„საჩივარი ჩემს თვალწინ დახიეს და შემომაყარეს“

4 ივნისი, 2010

ვახტანგ ყიფიანი: „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაიყინება ან შეფერხდება“

4 თებერვალი, 2010
ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს? - პირველი ტური დასრულდა ზუსტად ისე, როგორც იყო პროგნოზირებული. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ძირითადი ბრძოლა იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის წარიმართებოდა. საუბარი იყო იმაზეც, ვინ გავიდოდა მესამე ადგილზე. განსაზღვრულ ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ მესამე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იაცენიუკი ან თვით იუშჩენკო იქნებოდნენ. თუმცა, როგორც ვნახეთ, მესამე ადგილი ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა სერგეი ტიგიპკომ დაიკავა. ახლა იმას, ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, წყვეტს არა ხალხი, არამედ ტიგიპკო, რომელიც ხმათა 13%-ს ფლობს. თუ იგი ბოლო დღეებში მოუწოდებს საკუთარ ამომრჩევლებს, მხარი განსაზღვრულ კანდიდატს დაუჭირონ, ეს ნამდვილად ითამაშებს არსებით როლს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებაში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ბევრი სხვა კანდიდატი წმინდა ტექნიკურ ფუნქციას ასრულებდა: მათი ნაწილი - ტიმოშენკოს, ნაწილი - იანუკოვიჩს, ნაწილი კი იუშჩენკოს უჭერდა მხარს. შეიძლება, ითქვას, რომ არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულად ჩატარდა. ამაზე მეტყველებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. შეგვიძლია ვთქათ, რომ კარგია, რომ უკრაინას სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, მაგრამ ცუდია, რომ უკრაინელები ასარჩევ პოლიტიკოსებში ცუდად ერკვევიან.