ინტერვიუ
2010-02-04
ვახტანგ ყიფიანი: „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაიყინება ან შეფერხდება“
ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს?- პირველი ტური დასრულდა ზუსტად ისე, როგორც იყო პროგნოზირებული. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ძირითადი ბრძოლა იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის წარიმართებოდა. საუბარი იყო იმაზეც, ვინ გავიდოდა მესამე ადგილზე. განსაზღვრულ ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ მესამე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იაცენიუკი ან თვით იუშჩენკო იქნებოდნენ. თუმცა, როგორც ვნახეთ, მესამე ადგილი ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა სერგეი ტიგიპკომ დაიკავა. ახლა იმას, ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, წყვეტს არა ხალხი, არამედ ტიგიპკო, რომელიც ხმათა 13%-ს ფლობს. თუ იგი ბოლო დღეებში მოუწოდებს საკუთარ ამომრჩევლებს, მხარი განსაზღვრულ კანდიდატს დაუჭირონ, ეს ნამდვილად ითამაშებს არსებით როლს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებაში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ბევრი სხვა კანდიდატი წმინდა ტექნიკურ ფუნქციას ასრულებდა: მათი ნაწილი - ტიმოშენკოს, ნაწილი - იანუკოვიჩს, ნაწილი კი იუშჩენკოს უჭერდა მხარს. შეიძლება, ითქვას, რომ არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულად ჩატარდა. ამაზე მეტყველებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. შეგვიძლია ვთქათ, რომ კარგია, რომ უკრაინას სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, მაგრამ ცუდია, რომ უკრაინელები ასარჩევ პოლიტიკოსებში ცუდად ერკვევიან.
2010-02-03
სოზარ სუბარი: „საჭირო ცვლილებები ეკლესიის შიგნით უნდა ხორციელდებოდეს და არა „თავისუფლების ინსტიტუტის“ კარნახით“
-ბატონო სოზარ, როგორ
აფასებთ ბოლო დროს სოციალურ ქსელ „ფეისბუქიდან“ დაწყებულ კამპანიას,
რომელიც საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის საწინააღმდეგოდ შეფასდა?
როგორ ფიქრობთ, საქმე გვაქვს საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში
დაგროვებული კითხვების გახმოვანებასთან, თუ მართლაც მიზანმიმართულ
პროპაგანდასთან?
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

