კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

10-დან 15 წლამდე მოზარდები ნარკოტიკულ საშუალებებს მასობრივად მოიხმარენ

26 თებერვალი, 2008
ექიმი-ნარკოლოგი: „მალე მთელი ახალგაზრდობა აკანკალებული ხელებით ივლის“ სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გაახალგაზრდავდა. სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკვე 10-დან 15 წლამდე მოზარდებიც კი მასობრივად მოიხმარენ. ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წელთან შედარებით, 2007 წელს, კახეთში, თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულიც. ამ ფონზე, რეგიონში, არცერთი სამედიცინო დაწესებულება არ ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლებს უმკურნალებდნენ. არც რაიმე ანტინარკოტიკული პროგრამა ხორციელდება.

ვის ემუქრება სკოლებში ჩატარებული რეფორმა?(ნაწილი I)

22 თებერვალი, 2008
ჟურნალისტური მოკვლევა რაზე იფიქრონ პედაგოგებმა - ხელშეკრულების ვადებზე თუ ბავშვების აღზრდაზე? საქართველოს ყველა სკოლაში დირექტორებსა და პედაგოგებს შორის სამუშაო ხელშეკრულებები იდება. ხელშეკრულებების ვადა სხვადასხვა სკოლაში 1 წლიდან 6 წლამდე მერყეობს. ექსპერტების თქმით, ვადიანი ხელშეკრულებები საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა არც განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნაა. რატომ გადაწყვიტეს დირექტორებმა ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა? ეს ზემდგომი პირების არაოფიციალური მოთხოვნა იყო თუ დირექტორების თვითნებური გადაწყვეტილება? ვის და რატომ აწყობს პედაგოგების მასობრივი განთავისუფლება? და საერთოდ, რა შედეგი მოჰყვა განათლების რეფორმას საქართველოს სკოლებში?