10:55, Friday, 22.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბავშვები

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-11-29
ზუგდიდში მილიონებად გარემონტებული სკოლები გათბობის სისტემის გარეშე
გათბობის ტრადიციულ საშუალებებს ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლებში არც ამჯერად ღალატობენ. შეშა, დიზელის საწვავი და უკეთეს შემთხვევაში ელექტროგამათბობელი, კვლავ უალტერნატივოდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის #1 და #2 საჯარო სკოლების რემონტში მილიონობით ლარი დაიხარჯა, გათბობის სისტება 2 წლის განმავლობაში არ ამოქმედებულა.

2007-11-27
ცენტრალური გათბობის სისტემა ჩართულია – კლასებში კი მაინც ცივა
ახალციხის საჯარო სკოლებში გათბობა ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სკოლების დირექტორები აცხადებენ, რომ ცენტრალური გათბობა მოწესრიგებულია. საწვავი შეშის შესაძენად  მოსწავლეებს თანხის აკრეფა ისევ უხდებათ. რესურს-ცენტრში იმედოვნებენ, რომ დეკემბრიდან მოსწავლეთა გაზრდილი ვაუჩერი პრობლემებს მოაგვარებს. 

2007-11-15
ორიონის მოლოდინში - უნარშეზღუდულ ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ
ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა #2. ეს კავშირი „ორიონი“-ის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ამჟამინდელი მისამართია. აქ, ორ პატარა ოთახში ხდება ის, რაც თითქმის წარმოუდგენელია მოხდეს ამ ტიპის ბავშვების მონაწილეობით. შემოსასვლელ კარს მიღმა ამ პატარა ადამიანების შეზღუდული შესაძლებლობები ქრება და ისინი თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად აღიქვამენ. სწორედ აქ არ ექცევიან მათ ისე, როგორც უნარშეზღუდულებს.

2007-10-23
მეურვე ბებიას შვილიშვილი წაართვეს - იპოვის თუ არა ბებია სამართალს?
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს ქუთაისში მცხოვრებმა ვალენტინა ონიშენკომ მიმართა. იგი უკვე წელიწადზე მეტია თავისი გარდაცვლილი შვილის, ელენე ონიშენკოს მცირეწლოვანი შვილის, მარიამის დაბრუნებას ცდილობს. ბავშვი საკუთარი დედის დაკრძალვის დღეს, ნათლიის დედამ, ელენე ტუკვაძემ მოტყუებით წაიყვანა.

2007-10-17
ბენარის უფანჯრო და უიატაკო სკოლა ყურადღებას ითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის შენობა ერთი შეხედვით"ხუხულას" ჰგავს. აქ არც სასკოლო ინვენტარი აქვთ და არც სპოტრული დარბაზი.  სკოლის ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს თხოვნით მრავალჯერ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. 

2007-10-12
,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიში გაეროში წარადგინა
8 ოქტომბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს. მათ შორის იყო ანგარიში, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განვითარების ფონდმა, წამების მსოფლიო ორგანიზაციის - OMCT-ის ეგიდით ერთობლივად მოამზადეს.

2007-10-09
განუკითხაობა ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონში
იცოდა, რომ სერტიფიცირებული იყო სპეციალობაში "შინაგანი სნეულებანი", მაგრამ ერთი წლის განმავლობაში უკანონოდ მკურნალობდა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ექთანისთვისაც ცნობილი იყო, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ბავშვებისთვის წამლები არ უნდა მიეცა, თუმცა მაინც აძლევდა. ამ ყველაფრის შესახებ იცოდა ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლის დირექტორმაც, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდა.
2007-10-08
ახალციხის სკოლა-ინტერნატი – კადრები შიგნიდან
მაღალი ცემენტის ღობე და დიდი რკინის ჭიშკარი. ზუსტად ისეთი, როგორიც ბავშვობაში კუდიანი დედაბრის კოშკის ჭიშკრად წარმოგვედგინა: შავი და წვეტებიანი. თუმცა განსხვავებას მისი გაღებისთანავე იგრძნობ. დიდი ჭიშკრის იქით 42 ბავშვი ცხოვრობს თავისი გატაცებებით, პატარა სიხარულებითა და უცნაური ისტორიებით.

2007-08-16
სახლში თუ ბავშვთა სახლში?
„საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები ინსტიტუციური დაწესებულებებიდან მაქსიმალურად გამოიყვანოს და ისინი ან ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნონ ან მიმღებ ოჯახებში გადაიყვანონ. ამით ბავშვები იმ ოჯახურ სითბოს იპოვიან, რაც მათ წლების განმავლობაში აკლდათ,“ - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების“ პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ჭანტურია.
2007-08-14
"მეცხრე უბნელები" სკოლის გარეშე რჩებიან
"ძნელად წარმოვიდგენდით, თუ სპეციალურად ჩვენთვის აშენებულ სკოლას ერთ მშვენიერ დღეს დახურავდნენ და ამით პრობლემებს გაგვიჩენდნენ", დარდობს მაჰმადიანი მესხი ხასან ერისთავი., რომელიც ოჯახთან ერთად აზერბაიჯანიდან სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში 1983 წელს ჩამოასახლეს. სექტემბრიდან კი იანეთის საჯარო სკოლამ, შესაძლოა, აღარ იარსებოს.
2007-07-27
თბილისში ძნელადაღსაზრდელთა სკოლები გაიხსნება
სკოლამდელი ასაკის ახალგაზრდებში გახშირებული მკველელობებისა თუ სხვა კრიმინალური დანაშაულებების გამო, სექტემბრიდან თბილისში ალტერნატიული სკოლები გაიხსნება. ამ სკოლებში ძნელადაღსაზრდელი მოსწავლეები ისწავლიან. იდეა ერთობლივად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეკუთვნის. ბავშვებს, რომლებიც ალტერნატიულ სკოლებში ისწავლიან, დისციპლინური კომიტეტი შეარჩევს. პირველი ეტაპისთვის, საცდელი ვადით სკოლები მხოლოდ თბილისში გაიხსნება. შემდეგ კი რეგიონებში.
2007-06-25
უფროსების „პრინციპების“ გამო ბავშვები უბინაოდ რჩებიან
მცირეწლოვანი ბავშვები, რვა წლის ნიკა და ხუთი წლის ია ქიქავები ღია ცის ქვეშ უფროსების პრინციპების გამო რჩებიან. ბაბუის დანატოვარი ქონების გამო დავა ბიძებთან, თემურ და ვაჟა ქიქავებთას ბათუმის სასამართლოში თვეების განმავლობაში იწელება. როგორც ბიძები აცხადებენ, ბავშვებს მემკვიდრეობის უფლებები მშობლების ქმედებების გამო ეზღუდებათ.
2007-06-04
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
ორი დღის წინ კავშირი „საფარის“ ოფისში პროექტის „ოჯახის ძალადობის მსხვერპლთა რეგიონალური ქსელის შექმნის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგის პრეზენტაცია გაიმართა.
2007-04-27
ძალადობა დედობის სახელით
15 წლის გიორგი ხაჩიშვილი სამართალდამცავებმა მცირე ხნის წინ ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს. ოჯახის ახლობლების თქმით, კრიმინალის მიზეზი ბავშვის არასათანადო პირობებში ყოფნა გახდა. აუტანელ პირობებში იზრდება გიორგის 4 მცირეწლოვანი და-ძმაც. ალკოჰოლიკი დედა შვილებს სასტიკად ეპყრობა. მეზობლების ინფორმაციით, დამშეული ბავშვების ჩაწყნარებას იგი ხშირად ალკოჰოლური სასმელით ცდილობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდება.
2007-04-24
მოსწავლეს ცემის შედეგად ტვინის შერყევა განუვითარდა
ქალაქ ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლე ისე სცემა, რომ ბავშვს ტვინის შერყევა დაემართა. პედაგოგი სკოლაში მუშაობას დღემდე განაგრძობს.
2007-04-18
მოძალადე თუ მომავლისათვის მზრუნველი მშობლები?
ძალადობა და მით უმეტეს ძალადობა ბავშვებზე, სწორედ ის პრობლემაა, რომლის უყურადღებოდ დატოვება, მომავალში ქვეყანას საკმაოდ დიდ თავსატეხს გაუჩენს. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, უმეტეს შემთხვევაში თავად იზრდებიან მოძალადეებად და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ პიროვნებებად ყალიბდებიან.
2007-03-30
არც კვება, არც ხელფასი... ბაღი კი მუშაობს . . .
წყალწყალა წვნიანი, ლობიო, კარტოფილი; კარტოფილი, წყალწყალა წვნიანი, ლობიო, შიგა და შიგ რძე. საბავშვო ბაღების მენიუ და უხელფასოდ დარჩენილი სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალი.
2007-03-23
ვინ რა იცის ბავშვთა უფლებებზე სამეგრელოში
12 წლის ირაკლი სიჭინავა ყოველ დღე ორ კილომეტრიან ბილიკს ფეხით გადის. მინდვრებში, ყანებსა და ფერდობებზე მიმავალ ვიწრო ბილიკს „წითელ გორამდე” მიჰყავს. ასე ეძახის ირაკლი იმ ადგილს, სადაც ის ცარიელი ტომრით მიდის.
2007-03-14
სადაო ბავშვს თურქეთში გასაყიდად ამზადებენ?
პირველი ჯგუფის ინვალიდმა, 45 წლის ნანამ 3 წლის შვილის დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას ცოტა ხნის წინ მიმართა. სამართალდამცავებმა ბავშვის უკანონოდ გაშვილების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ დედას, რომელიც თურქ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, ბავშვი გასაყიდად უნდა.
2007-01-31
ბაგა-ბაღების ყოფნა-არყოფნის საკითხი ახალციხის რაიონში
მეოთხე თვეა ახალციხის რაიონში საბავშვო ბაღები, უხელფასოდ მუშაობენ. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ იურიდიულად არარსებულ ორგანიზაციას ვერ დააფინანსებს.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC