14:33, Tuesday, 24.10.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატიები

აირჩიეთ წელი: 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2017-07-29
კვლევის შედეგები - დაცულია თუ არა ქვეყანაში ადამიანის უფლებები
ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  დაკვეთით ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ (ACT) გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. კვლევის ამოცანა იყო ადამიანის უფლებების შესახებ რესპონდენტების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის შეფასება. ასევე, რესპონდენტთა დამოკიდებულებების გამოვლენა იმ ძირითადი ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
2017-07-29
საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებების სტატისტიკა
2017 წლის პირველი იანვრიდან 27 ივნისამდე საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ე.წ. საზღვრის დაღვევის ბრალდებით, შიდა ქართლიდან საქართველოს 78 მოქალაქე დააკავეს.  აღნიშნული ინფორმაცია humanrights.ge-ის სუს-ის პრესსამსახურმა მიაწოდა. დაკავებების სტატისტიკა მიმდინარე წელს თვეების მიხედვით ასეთია: იანვარში-7 მოქალაქე დააკავეს, თებერვალში-7, მარტში-8, აპრილში -8, მაისში- 8, ივნისში-27, ივლისი-12.  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან 2016 წელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს -134 მოქალაქის დაკავება მოხდა.
ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი 23 ივლისს ბერშუეთთან სამების ეკლესიის სიახლოვეს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა, ბერიანიძე და ტურაშვილი ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ერგნეთში 25 ივლისს გადმოსცეს. 

2017-07-29
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი-აპრილი-მაისი-ივნისი)
დაშგინ და ორხან აღალარლებს საქართველოდან ვერ გააძევებენ
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დაშგინ აღალარლის ინტერესებს, რომელიც არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრი. იგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის გამო, წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ.
2017-07-29
ყოფილი გუბერნატორის ოჯახის „აღზევება“ – 300 ჰექტარი სახნავი მიწა მფლობელობაში
მარინე ღვინიაშვილმა, მას შემდეგ რაც მისი შვილი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე 830 000 კვ.მ, ანუ 83 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 18 000 აშშ დოლარი და 65 000 ლარი გადაიხადა. ირაკლი შიოლაშვილის მამის - გენადი შიოლაშვილის მფლობელობაში კი დაახლოებით 215 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწა დაგროვდა. ყოფილ გუბერნატორს მშობლები ქონებრივ დეკლარაციებში მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების პერიოდშიც კი არ ჰყავს შეყვანილი.
2017-07-27
„ბატონო პრეზიდენტო, არ გგონიათ, რომ შეწყალების ბრძანებულება ფორმალური აქტია?!“
„წინ მიდევს თქვენ მიერ 2014 წელს გამოცემული ბრძანება შეწყალების შესახებ. ალბათ, ასჯერ მაინც გადავიკითხე მუხლობრივად აღნიშნული იურიდიული დოკუმენტი და, კერძოდ, ე.წ. კრიტერიუმები, რომელსაც ყველა მსჯავდებული უნდა აკმაყოფილებდეს შეწყალებისთვის. ბატონო პრეზიდენტო, შეწყალების ბრძანებულება არ გგონიათ, რომ ფორმალური აქტია?! თითოეული ქალბატონისთვის გათავისუფლება დიდი სიხარულია, მაგრამ ვერაფრით მოვიყვანე თანხვედრაში დაწესებული კრიტერიუმები და გათავისუფლებული რიგი პირების შეწყალებისთვის საჭირო არადამაკმაყოფილებელი პირობები“, - მსჯავდებული ქეთევან ხმალაძე პრეზიდენტისგან ითხოვს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც შეწყალების მომლოდინე ქალ მსჯავდებულებს აქვთ.
2017-07-22
პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო 19 ივლისს,  საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო. პრეზიდენტებმა ვიზიტი  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან დაიწყეს, საიდანაც  2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.
2017-07-21
ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო ბიულეტენი - საპარლამენტო არჩევნები 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა საინფორმაციო ბიულეტენი - "საპარლამენტო არჩევნები 2016". საინფორმაციო ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის, კენჭისყრის დღის, არჩევნების მეორე ტურისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ.
2017-07-21
რეაბილიტაცია გისოსებს მიღმა - გზა თავისუფლებისაკენ
„ჩვენ შორის კედელია ცივი; მავთულხლართები და რკინის კარი, რომელიც არასოდეს გაიღება, რადგან გასაღები მე თვითონ დავკარგე; ჩემი თავი ცოცხლად დავიმარხე რკინა-ბეტონის კუბოში... როცა იმედები კვდება, გულიც კვდება ნელ-ნელა... შენ კი იხარე, ცხოვრება მშვენიერია...“ - ეს არის ამონარიდი მოთხრობიდან „იანვრის თოვლი“, რომელიც ჟურნალ „რიწაში“ დაიბეჭდა. მოთხრობის ავტორია მსჯავრდებული პ.ლ. 
2017-07-20
უარი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე და მუქარა მისი ოჯახის მისამართით
დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახს უცნობი პირები ლიკვიდაციით ემუქრებიან - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი აცხადებს. ოჯახი სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ემრე  ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
2017-07-18
გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია?!
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის საინფორმაციო ცენტრის" თავმჯდომარე მიხეილ ჩიტაძე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებს და ამ მიზნით ქ. გორის საკრებულოს  წევრ თამარ თედლიაშვილთან ერთად საინიციატივო ჯგუფის სახელით მერობის და გამგებლობის კანდიდატებად დარეგისტრირების შესახებ გორის # 32 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. საინიციატივო ჯგუფი ჩიტაძის დარეგისტრირებას ქ. გორის მერობის კანდიდატად, თედლიაშვილის კი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ითხოვდა. 
2017-07-14
მავრთულხლართები, ღობეები, ბანერები და ხნულები - ოკუპაციის დინამიკა
,,დაიწყო მავრთულხლართებით, გაგრძელდა ღობეებით9, შემდეგ სახე იცვალა და გადავიდა ბანერების უკანონო ინსტალაციაში და ბოლო ფაზა ე.წ. “ბორდერიზაციის პროცესის” სწორედაც გამოისახება  ე.წ. “ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის” დაფიქსირებით საოკუპაციო ზოლზე”, - ასე აღწერს მცოცავი ოკუპაციის დინამიკას სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე.
2017-07-04
ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო ბიულეტენი
 ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა საინფორმაციო ბიულეტენი - "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება საქართველოში".
საინფორმაციო ბიულეტენი ასახავს ძირითად ტენდენციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 
 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC