სტატიები
2005-09-30
ავადმყოფი პატიმრები ციხეში რჩებიან
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ე.წ. მფრინავი მენინგიტით ორი პატიმარი გარდაიცვალა. ამ ფაქტის გამო, სასჯელაღსრულების მონიტორინგის საბჭო იუსტიციის მინისტრს, კოტე კემულარიას უმოქმედობაში, ხოლო მის უწყებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.2005-09-27
ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება
5 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, “ახალი ვერსიისა” და “ხალხის გაზეთის” კორესპონდენტ საბა წიწიკაშვილს გორში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დაუდგენელი პიროვნება თავს დაესხა და სასტიკად სცემა. სავარაუდოა, რომ ჟურნალისტი ანგარიშსწორების მიზნით სცემეს.2005-09-15
ჩეჩენი ლტოლვილი საიდ სალახ კადიევი კვლავ პატიმრობაში იმყოფება
2005 წლის 30 მაისს თბილისში დაკავებულ იქნა ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკაში მცხოვრები 31 წლის საიდ-სალახ კადიევი. დაკავების საფუძველს წარმოადგენდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა. 2005 წლის 1 სექტემბერს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, საიდ სალახ კადიევს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.2005-09-14
ჟურნალისტებზე თავდასხმები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება
6 სექტემბერს, გვიან ღამით, ტელეკომპანია „202“-ის გადაცემა „დებატების“ მორიგი წამყვანი ირაკლი კაკაბაძე ორმა დაუდგენელმა პირმა დააყაჩაღა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათელყოფს, რომ ძალადობამ ქართული მედიის საქმიანობაში სერიოზულად შეაღწია.2005-09-13
ხელისუფლება მედიის ტერორს აგრძელებს
ხელისუფლების საცეცები დღითიდღე უფრო და უფრო ღრმად სწვდება თავისუფალ მედიას. ქართული მედიის ყველაზე დაუმორჩილებელი სახე, ტელეკომპანია „202“-ის გადაცემა „დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი საკუთარ დაბადების დღეს გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.2005-09-01
საქართველო გზაჯვარედინზე: წამებისთვის მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების დროა
მიუხედავად იმისა, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა დაადგებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს გზას და დაცული იქნებოდა დემოკრატიული პრინციპები, ეს ასე არ მოხდა. გაეროს წამების წინააღმდეგ მომუშავე მომხსენებლის განცხადების თანახმად, საქართველოში კვლავ შეინიშნება წამების ფაქტები და ეს განსაკუთრებით ვლინდება წინასწარი დაკავების ადგილებში.სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

