სასწრაფო მიმართვები
2007-11-07
ხელისუფლება დანაშაულს ჩადის
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი
2 ნოემბერს საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით ხალხი ქუჩაში გამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა თბილისში პარლამენტის წინ აქციები იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარებაა. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა შიმშილობაც გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მიტინგზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხელისუფლება ხალხთან დიალოგზე მაინც არ მიდის. ვითარება დღითიდღე იძაბება და იქმნება საშიშროება, რომ საქმე სისხლისღვრამდე მივა. ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ნაბიჯები, რომლის მეშვეობითაც დღემდე ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტი“ მიიჩნევს, რომ ის მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება ახლა იყენებს არამარტო მიუღებელი, არამედ არაეფექტურიცაა და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული შემდეგი ფაქტები, კერძოდ კი:
2007-11-05
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დემოკრატიისათვის ღია წერილს აქვეყნებს
4 ნოემბერი, 2007 წ.
თბილისი, საქართველო
თბილისი, საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ ჯორჯ ბუშს,
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ქალბატონ ნენსი პელოსის,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ქალბატონ კონდოლიზა რაისს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ქალბატონ ნენსი პელოსის,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ქალბატონ კონდოლიზა რაისს
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქალბატონო სპიკერო,
ძვირფასო ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,
ძვირფასო ქალბატონო სპიკერო,
ძვირფასო ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გთხოვთ, გაამახვილოთ ყურადღება ჩვენს ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კრიზისზე. ასიათას ადამიანზე მეტი, მათ შორის ათასობით ადამიანი საქართველოს რეგიონებიდან, დგას მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციით საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ა.წ. 2 ნოემბრიდან უკვე სამი დღე-ღამის განმავლობაში და ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ გამოეხმაუროს, უპასუხოს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ნორმებსა და პრინციპებს. ხელისუფლება ცდილობს ამ მოვლენებს მისცეს რიგითი მიტინგის კვალიფიკაცია და სინამდვილეში კი ეს არის საერთო-სახალხო პროტესტი. იმთავითვე უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ არ გაგრძელდეს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა ახლანდელი პარლამენტის წევრებისა 4 წელზე მეტი, გაუქმდეს 2006 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც არჩევნების ვადა განისაზღვრა 2008 წლის შემოდგომაზე, ნაცვლად 2008 წლის აპრილისა, რათა განვახორციელოთ დემოკრატიული არჩევნების პრინციპები...
2007-11-04
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი შენიშვნები საქართველოს
კომიტეტი მიესალმება წევრი სახელმწიფოების მიერ მესამე გამოცემის ანგარიშის დროულ წარდგენას, რომელიც შეიცავს საჭირო და დეტალურ ინფორმაციას მეორე გამოცემის დასკვნითი შენიშვნების განხილვის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კომიტეტი აფასებს სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური ექსპერტებით დაგომპლექტებული დელეგაციის სხდომაში მონაწილეობას, ასევე მათი მხრიდან წევრი სახელმწიფოს ანგარიშის განხილვის პროცესში კომიტეტის მიერ დასმულ შეკითხვებზე ზეპირი და წერილობითი ფორმით გაცემულ ამომწურავ პასუხებს.
2007-11-01
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება
ხელისუფლების საქციელი უპრეცენდენტოა
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2 ნოემბრის მიტინგზე მომავალთათვის დაბრკოლებების შექმნა, მანქანის გასაღებების, ტექნიკური პასპორტების ჩამორთმევა, საბურავების დაჭრა და მძღოლებისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება არის ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევა. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ასე აშკარად და სახალხოდ მიდის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
2007-10-22
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადება
ხელისუფლება ხალხის დაშინებას ცდილობს
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC) შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ თბილისში, 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს: ირაკლი ჯაფარიძეს, გიორგი მესტუმრიშვილს, ირაკლი გაფრინდაშვილს და ირაკლი ჩუხუას ოცდღინი პატიმრობა შეეფარდათ.
2007-09-16
ხელახალი დევნილობის მოლოდინში
თელავში, სასტუმრო "კახეთში" მცხოვრებ დევნილებს შენობის დაცლის ხუთდღიანი
ვადა მისცეს. ამის შესახებ პოლიციამ ისინი გუშინ გააფრთხილა. სასტუმრო,
სადაც დევნილთა 60-მდე ოჯახი 1992 წლიდან ცხოვრობს, კომპანია
"ცენტრ-პოინტმა" იყიდა. ადგილობრივი ხელისუფლება, ერთ ოჯახს კომპენსაციის
სახით რაიონული ბიუჯეტიდან 10 ათას ლარს სთავაზობს. დევნილები აცხადებენ,
რომ ამ თანხით ისინი თელავში საცხოვრებლად გამოსადეგი ბინის ყიდვას ვერ
შეძლებენ.
2007-09-01
გაძვირებული ცხოვრება
ფქვილის ფასი დღითიდღე იზრდება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ხორბალს ვერ
თესავს, ამიტომაც ადგილობრივების უმეტეს ნაწილს ფქვილის ყიდვა უწევს.
გაძვირებული ცხოვრება გლეხსა და ქალაქელს ამ შემთხვევაში ერთნაირად
აწუხებს. მეწარმეები პურის ღირებულების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

