12:08, Saturday, 26.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-12-18
არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო პრესკონფერენცია
16 დეკემბერი, 2008 წელი

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა  დღეს გავმართეთ საგანგებო პრესკონფერენცია 15 დეკემბრის შემაშფოთებელი სიუჟეტის გამო – ქ-ნი ლირა ცხოვრებოვას ,,შპიონურ საქმიანობასთან” დაკავშირებით, რომელიც ერთდროულად, ერთი და იმავე ფორმატით გუშინ  საქართველოს ყველა ტელე-არხით გავიდა.
 
მიგვაჩნია, რომ გუშინდელი სიუჟეტი პირდაპირი მცდელობაა, ამცნონ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, რომ სახალხო დიპლომატიის მიმართულება თურმე უკვე დისკრედიტირებულია და მასში ჩართული ადამიანები კი აგენტები და შპიონები არიან.

ჩვენ, გუშინდელი სატელევიზიო სიუჟეტი და ინფორმაცია ჩვენი კოლეგის ლირა ცხოვრებოვას შპიონაჟთან დაკავშირებით, მივიჩნიეთ, როგორც პირდაპირი გაფრთხილება, რომ უმჯობესია, არც კი ვიფიქროთ სამომავლო სამშვიდობო ბილიკებზე სახალხო დიპლომატიის ფორმატში, რადგან თურმე უკვე არსებობს წინაპირობა, რომ ამ გზაზე მტრის სახელი დაგვარქვან!!!
2008-12-01
ჰუმან რაითს ვოჩი
რუსეთი: დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპირებულ საქართველოში

სამხრეთ ოსეთის რეგიონში ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და იზოლაციის საფრთხეა

,,ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ახალგორის რაიონში სამხრეთ ოსეთის მილიციელების მიერ ეთნიკურ ქართველებზე თავდასხმის აღსაკვეთად. რუსეთმა ასევე უნდა უზრუნველყოს რაიონის მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საქართველოს სხვა რეგიონებში და პირიქით

2008-09-05
ობსერვატორი
ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად

საგანგებო მიმართვა-ობსერვატორი
  
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა/მუქარა
საქართველო
4 სექტემბერი, 2008

ობსერვატორი-ადამიანის უფლებათა დამცვლების მხარდასაჭერად, წარმოადგენს წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ერთობლივ პროგრამას; ობსერვატორი მოითხოვს თქვენგან დაუყოვნებლივ ჩაერიოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

2008-08-05
გადავარჩინოთ მშვიდობა!
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უკიდურესად შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებით. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მთლიანად საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამხედრო დაპირისპირების განსამუხტად.

2008-07-11
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჟურნალისტების აქციას ეხმაურება
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალიტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მედია ორგანიზაციების დევნა გაუმართლებელი და არაადეკვატური საქციელია, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ყველანაირი მცდელობა ხელს უწყობს ტოტალიტარული ან დიქტატურული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

2008-07-10
ტერორიზმს გამართლება არა აქვს!
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს სამძიმარს უცხადებს

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, აფხაზ საზოგადოებას და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო, მხედველობაში გვაქვს სოხუმში, გაგრაში, გალში განხორციელებული ტერორისტული აქტები, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა.

2008-07-01
ეკა ბესელიას შვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოხატავს ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ეკა ბესელიას შვილის მიმართ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. 15 წლის რატი მილორავა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს და ბრალდება წაუყენეს ხულიგნობის მუხლით, რომელიც 2-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

2008-06-19
ევროპის ციხესიმაგრე - UNITED -ის ოფიციალური მონაცემებით 10 000-ზე მეტი ლტოლვილი გარდაიცვალა
„ძველ კონტინენტზე აღმართულია უხილავი კედელი, რომელიც წინ ეღობება „კანონიერ“ მიგრაციას. ამ ციხესიმაგრის საზღვრები უხილავია მოქალაქეთა უმეტესი ნაწილისათვის რადგან ისინი კანონის მიერ არიან შექმნილი; თუმცა ამ საზღვრების შედეგები ადვილად შესამჩნევია ადამიანური ტრაგედიების მაგალითებით.“

მარკო როველი, იტალიელი მწერალი

კულტურათაშორისი მოძრაობა UNITED აპროტესტებს „ევროპული ციხესიმაგრის“ აშენებას, რომლის შედეგად უსაფრთხო თავშესაფრის მაძებარი სასოწარკვეთილი ადამიანები იღუპებიან.

2008-06-10
საქართველომ უნდა შეასრულოს ბავშვთა უფლებების სფეროში მასზე დაკისრებული ვალდებულებები
ჟენევა-თბილისი, 9 ივნისი, 2008. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა თავისი რეკომენდაციები საქართველოში ბავშვთა უფლებების სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. გაეროს კომიტეტი აცხადებს, რომ კვლავ შეშფოთებულია საქართველოდან მიღებული ინფორმაციებით, რომლის თანახმად ქვეყანაში მცირეწლოვნებს უკანონოდ აპატიმრებენ, პოლიციელები მათ სასტიკად ექცევიან საპატიმროებში.

2008-06-06
მიმართვა ბატონ მიხეილ სააკაშვილს
2008 წ. 1 ივნისი

ბატონო პრეზიდენტო,

ამ წერილით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე და გვსურს მოგიწოდოთ მათი გაუქმებისაკენ. საქართველო რისკავს დაარღვიოს საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები, თუკი ეს საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევა 1 ივლისს, როგორც ეს განისაზღვრა კანონმდებლობით და ბავშვების ცხოვრებას და მათ განვითარებას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

2008-06-06
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს
 ქალბატონებო და ბატონებო!

როცა აზერბაიჯანი და სომხეთი 2001 წლის იანვარში ევროსაბჭოს წევრები გახდნენ, ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები, ისევე როგორც  მიმდინარეობდა პოლიტიკური რეპრესიები (დასკვნა # 221, IV ნაწილი, ბ, გ პარაგრაფები და დასკვნა # 222, IV ნაწილი, ბ პარაგრაფი). # 221 და # 222 დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა შეკრიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც მანამდე გამოიკვლიეს 25 ე.წ. “საცდელი საქმე” აზერბაიჯანსა და სომხეთში და ჩამოაყალიბეს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ადამიანს ეწოდოს პოლიტიკური პატიმარი.

2008-05-27
თავდასხმა პარტია ,,თავისუფლების“ მიკროავტობუსზე
მგზავრებს მიტინგზე წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ

26 მაისს, ღამის 3 საათსა და 25 წუთზე ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალ პარტია ,,თავისუფლების“ წევრებს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

2008-05-22
საქართველოს პარლამენტის არჩევნები - უპრეცედენტო სისასტიკე
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების დეტალები
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანის უფლებების დამცველი, ყოველგვარი პოლიტიკური და რელიგიური ინტერესებისგან თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მისი მიზანია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა საქართველოში, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცენტრი აქტიურად უწევდა მონიტორინგს საქართველოს მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ცენტრი ასევე მონაწილეობდა არჩევნების მონიტორინგის პროცესშიც და წარმოდგენილი იყო როგორც დამკვირვებელი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ცენტრის მიერ მომზადებული შესაბამისი ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.

2008-05-19
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასწრაფო რეაგირებას ითხოვს
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დევნის გამო.  ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, არ მისცეს ოპოზიციურ პარტიებს საშუალება  სრულფასოვნად ჩაატარონ წინასაარჩევნო სამუშაოები და  არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ. ყოველდღიურად ფიქსირდება აქტივისტების დაშინების, დაპატიმრების, მუქარის ფაქტები.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ წინასაარჩევნო ტერორის ფაქტებზე, რომელთა ნაწილიც  ქვემოთაა მოცემული:

2008-05-13
თ.ს.უ-ს სტუდენტური ორგანიზაცია "თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტის" მიმართვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს
როგორც თქვენთვის ცნობილია, ა/წლის  8 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რიგით მეორე სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა ორი ძირითადი სტუდენტური ორგანიზაცია: :ერთიანი სტუდენტური მოძრაობა" და "თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტი".

2008-05-08
შეწყდეს ომზე საუბარი
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში სავალალო ტენდენცია შეიმჩნევა. საზოგადოება სხვადასხვა საშუალებებით მუდმივად იღებს გზავნილს, რომ აფხაზეთში შეიძლება ომი დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით, ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ თემაზე მუდმივად საუბრობენ საქართველოსა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებები.

2008-05-06
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ერაყში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“  შეშფოთებას გამოთქვამს  ერაყში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია,  ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ქართველი  სამხედრო მოსამსახურე: ოცმეთაური, ლეიტენანტი გიორგი  მარგიევი და  კაპრალი ზურაბ გვენეტაძე. ასევე დაჭრილია სერჟანტი თენგიზ მირცხულავა.

2008-04-29
საქართველოს ქალების სამშვიდობო მიმართვა
ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ. გვინდა ღირსეული ცხოვრება მშვიდობიან გარემოში. კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს!
ვთხოვთ მთავრობას, ქმედითი მშვიდობიანი მოლაპარაკება წამოიწყოს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. ყველა პოლიტიკოსს - ქართველს, აფხაზს თუ ოსს, მხოლოდ მშვიდობა უნდა ამოძრავებდეს, რადგან ომი და სისხლისღვრა ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავლის გაწირვა და ღალატია. უძვირფასესია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება. დაუშვებელია, ისევ განვიცადოთ ომის საშინელება - სიკვდილი, გაუპატიურება, წამება, დამცირება.

2008-04-29
ადვოკატები - სამართლისათვის (მიმართვა)
საქართველოს სამართალწარმოების პრაქტიკაში დარღვეულია ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი, რომელიც თეორიულად აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-11 მუხლის I პუნქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის  მე-15 მუხლის I და III ნაწილებით.

2008-04-23
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს თხოვნით, დახმარება აღმოუჩინოს ე.წ. "სახრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე დაკავებულ იანა ბესტაევა-კანდელაკს. როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაკავებულის დედამ აცნობა, ხუთი დღის წინ გოგონა დააპატიმრეს და მშობლებს მასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. 21 აპრილს, (დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ) მას ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატსა და ტერორიზმში. დაკავებულის დედა, მზია ბესტაევა-კანდელაკი ქალიშვილის დაპატიმრებას მეუღლის, სარმატ პარასტაევის საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირებს.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC