19:31, Saturday, 20.12.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-07-29
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბატონ პერ ეკლუნდს
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
                   
საზოგადოებრივი მოძრაობა „არა“-ს ალიანსი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ 2010 წლის მარტში შეიქმნა. მოძრაობა „არა“-ს საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უფლებები, სახელმწიფო უწყებებში არსებული დარღვევები, თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები, უკანონო ბიზნეს გარიგებები, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ა.შ.
2010-07-28
ირაკლი კაკაბაძისა და უჩა ნანუაშვილის სპეციალური პრესკონფერენცია საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის გააქტიურების შესახებ
29 ივლისს 14:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას მიუძღვნიან ბოლო დროს საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის აქტიურ გამოვლინებებს.

2010-07-26
ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ცხინვალში თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტს
24 ივლისს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცნობილ ოს აქტივივისტს და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, თემურ ცხოვრებოვს თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდამსხმელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენეს.

2010-07-20
საქართველოს კოალიცია - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის პრეს-რელიზი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
[თბილისი – 17 ივლისი] – 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის - ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,”  კავშირი “ოცდამეერთე საუკუნე,” კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – გამოხატავს სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც გენოციდის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი გახდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

2010-07-16
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) მიერ გავრცელებულ კომენტარს 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ(1)
ოთხი ორგანიზაცია-"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ,"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" -ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ.
2010-07-12
მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი
თბილისი, 10 ივლისი, 2010 წელი

7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი - შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები. დაკავებულები იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა მესტიაში, რადგანაც მისი სამანქანო გზით გადაყვანა ვერ მოხერხდა - მესტიელებმა გასასვლელი გზა გადაკეტეს.

2010-07-07
უფლებადამცველთა ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორმა სომხეთში, ცნობილმა უფლებადამცველმა მიკა დანელიანმა სომეხი უფლებადამცველების წერილთან ერთად აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს გადასცა ქართველი და აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისადმი. სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელი მიკა დანელიანი უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ორ სხვა წევრთან – არტურ საკუნცთან და ლევონ ბარსაგიანთან ერთად 5 ივლისს ერევანში მიწვეული იყო ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე.

გთავაზობთ ქართველი უფლებადამცველების ღია წერილის სრულ ტექსტს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC