n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
გამოცემები
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ობიექტური დამკვირვებლების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას იჩენდნენ

OCT 30, 2024

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე (სოფელი საბირკენდი) ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობისას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაენახა ბიულეტენები. ამ პრობლემის თაობაზე იგი ცდილობდა ვიდეოს გადაღებას, რა დროსაც კომისიის წევრი, საბინა მამედოვა მიუახლოვდა და უთხრა, რომ მას არ ჰქონდა მაგიდასთან ახლოს დგომის უფლება. დამკვირვებელმა უპასუხა, რომ ჰქონდა უფლება, პროცესს დაკვირვებოდა იმ მანძილიდან, რომ ბიულეტენები დაენახა. ამ დროს კომისიის წევრმა მას ხელზე ხელი დაარტყა და სცადა, ტელეფონი გაეგდებინებინა. 

საბინა მამედოვას ქმედების თაობაზე ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომლის დარეგისტრირებაზეც კომისიის მდივანმა უარი განაცხადა. ეს ფაქტი დამკვირვებელმა შეატყობინა კომისიის თავმჯდომარეს, მაგრამ მანაც უარი განაცხადა საჩივრის რეგისტრაციაზე. უფრო მეტიც, იგი დამკვირვებელს დაემუქრა, რომ თავად დაწერდა  საჩივარს იმის შესახებ, რომ ხელით შეეხო (რაც არ მომხდარა) და კომისიის სხვა წევრებიც მას ამაზე დაემოწმებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივრის შედგენისას სხვა ობიექტური სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა საჩივრის მოწმის გრაფაში ჩაწერა თავისი მონაცემები და მზაობა გამოთქვა, სამომავლოდ დამკვირვებლის ხელშეშლის ფაქტები დაედასტურებინა. დიდი მცდელობის მიუხედავად, საუბნო კომისიამ არ დაარეგისტრირა დამკვირვებლის საჩივარი, კომისიის წევრის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. 

საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები იჩენდნენ მტრულ დამოკიდებულებას ობიექტური დამკვირვებლების მიმართ. საუბნო საარჩევნო კომისიის თამჯდომარემ განაცხადა, რომ მას „ყელში ჰქონდა ამოსული“ დამკვირვებლების აქტიურობა უბანზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესზე გავლენა მოახდინა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტებმა და დარღვევებმა, რაც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოავლინეს: https://www.hrc.ge/689/geo/ 

#მევნახეგაყალბება


ახალი ამბები