საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" წევრი დავით შარაშნელი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან წუხელ გაათავისუფლეს.
დავით შარაშნელი სამართალდამცავებმა 7 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მას 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
გათავისუფლების შემდეგ შარაშნელმა განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ აქტიურობას კვლავ გააგრძელებს და მიმდინარე მოვლენებში "გაორმაგებული და გასამმაგებული ძალით ჩაებმება".
წყარო: მედიანიუსი