ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლის, ჟურნალის შალვა რამიშვილის მეუღლე თეა აბაშმაძე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან, ნინო ბურჯანაძისგან მეუღლის შეწყალებას ითხოვს. აბაშმაძემ ბურჯანაძეს ასეთი თხოვნით გადაცემა "პრაიმტაიმის" მიმდინარეობისას მიმართა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პირობა დადო, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
როგორც თეა აბაშმაძემ განაცხადა, მან იმ უამრავი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა, რომლებიც რამიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
რამიშვილის მეუღლის თხოვნას სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც გამოეხმაურა. "ვუერთდები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც შალვა რამიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ საკითხზე ნინო ბურჯანაძეს წერილობითაც მივმართავ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შალვა რამიშვილი სამართალდამცავებმა 2005 წლის 29 აგვისტოს დააკავეს და გამოძალვის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
წყარო: მედიანიუსი.