გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეების თანამდებობაზე "ობიექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური" პიროვნებების დანიშვნას ითხოვს.
როგორც "მედიანიუსს" რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინათინ ხიდაშელმა განუცხადა, მათ ეს მოთხოვნა პარლამენტს ოფიციალურად, წერილობით უკვე გადასცეს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის შემდეგ, აღნიშნული თანამდებობები ყველაზე ნეიტრალური თანამდებობებია და მათ დასაკავებლადაც ისეთი ობიექტური ადამიანები უნდა შეირჩნენ, რომლებიც "ხელისუფლების წინაშე მონათმფლობელურ მდგომარეობაში" არ იქნებიან.
"შეუძლეელია, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირები რომელიმე პარტიას ემსახურებოდნენ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
წყარო: მედიანიუსი.