გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი 46 პატიმარის სიიდან, ხელისუფლება, სავარაუდოდ, მხოლოდ თერთმეტს გაათავისუფლებს, მათ შორის იქნება ტელეკომპანია "202"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრის სტატუსი შესაძლებელია მხოლოდ ამ 11 ადამიანს მიესადაგოს, თუმცა ჯერჯერობით შესასწავლია ამ ადამიანების პოლიტიკური საქმიანობა.
ბეჟუაშვილის თქმით, დანარჩენი 36 პატიმარი მართლა კრიმინალური საქმიანობის გამო არის დაკავებული და მათ მიმართ შეღავათები არ დაწესდება.
წყარო: მედიანიუსი