სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, სიღნაღში მცხოვრები ადამიანები ზედელაშვილს საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებდნენ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ცოტა ხნის წინ 12 მოქალაქეს ერთდროულად გაუუქმა საკუთრების მოწმობები. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ ნიკო ძნელაშვილმა თანამდებობიდან წასვლამდე განაცხადა, რომ საკუთრების მოწმობების გაუქმება სიღნაღის გამგებლის და სხვა ჩინოვნიკების ზეწოლის შედეგად მოხდა.
დაზარალებულ მესაკუთრეებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები იცავენ. საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.
გელა მთივლიშვილი ,კახეთი