გელა მთივლიშვილი, კახეთი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი ორი თვის დაგვიანებით განახლდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოქტომბერში საბავშვო და ბაგა ბაღების 240 თანამშრომელი, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის ბრძანებით, უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს ამ დრომდე მისაღები აქვთ სექტემბრის თვის ხელფასიც.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იძულებით, სიღნაღის ყოფილი გამგებლის დავალებით, ბიუჯეტში თანხების არ ქონის მიზეზით გაუშვეს. გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ტუხაშვილი არ უარყოფს, რომ სექტემბერში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ ყოფილა, მაგრამ რადგან ოფიციალურად სამუშაო თვე იყო, თანამშრომლებს ხელფასი ეკუთვნით, რაც ამ დრომდე არ მიუღიათ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ამ ფაქტის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.
გელა მთივლიშვილი, კახეთი