გელა მთივლიშვილი, კახეთი
გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების 100-ზე მეტი პედაგოგი კუთვნილ ხელფასებს ითხოვს. როგორც პედაგოგებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განუცხადეს, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, 2008 წლის ივლისის თვის ხელფასი მათ დღემდე არ მიუღიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების უფროსის დავით მაჭარაშვილის განმარტებით, პედაგოგებმა აქამდე ხელფასები მწირი ბიუჯეტის გამო ვერ მიიღეს და დავალიანება უახლოეს დღეებში დაიფარება.