რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებს დავით გუდაძეს და თამაზ ტლაშაძეს, რომლებიც „პოლიტიკური პატიმრების“ იმ სიაში არიან, რომელიც შსს-ს ოპოზიციამ 12 აგვისტოს გადასცა, შესაბამისად, ოთხი და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა გორის სასამართლომ 16 აგვისტოს, იტყობინება რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიურო.
ორივე ივნისის შუა რიცხვებში დააპატიმრეს - გუდაძე ხელყუმბარის უკანონო ფლობისა და ტარების ბრალდებით, ხოლო ტლაშაძე ნარკოტიკების აღმოჩენის ფაქტზე.
ორივე მათგანი უარყოფს ”გამოგონილ” ბრალდებებს და აცხადებს, რომ მათი დაჭერა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ორივე აქტივისტის გვარი ფიგურირებს სიაში, რომელიც ოპოზიციამ შსს-ს 12 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე გადასცა. ოპოზიციის თქმით, „პოლიტპატიმრების“ სიას სამინისტრო შეისწავლის და შეხვედრიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში გასცემს პასუხს.
წყარო: სივილ ჯორჯია