ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, სამართალდამცავების დახმარებით, ოზურგეთის აგრარული ბაზრის დემონტაჟი განახორციელეს. ტერიტორია პირწმინდად გაწმინდეს ღია და დახურული დახლებისაგან.
აგრარული ბაზრის 200-მდე მოვაჭრე ნანგრევების ტერიტორიაზე განაგრძობს საქმიანობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაზა გოგუაძე ამბობს, რომ ბაზარი ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებს.
365-მა მოვაჭრემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი 24 ნოემბერს შეიტანეს. სასამართლოს სარჩელის განხილვა ჯერ არ დაუწყია. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება განაჩენის გამოტანას არც დალოდებია.
შორენა ღლონტი, ოზურგეთი