საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გარკვეული ტერიტორიის შემოღობვას მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ბულვარში მშენებლობის წინამოსამზადებელი ეტაპის დაწყება გააპროტესტეს. მათი განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მშენებლობები უნდა აიკრძალოს. მით უფრო, როცა ეს კანონით აკრძალულია.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე პარლამენტის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი და ის უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.
საპროტესტო აქციას საზოგადოება „ბაღის კიდე“ და რიგითი ქუთაისელებიც შეუერთდნენ.
მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი