რუსეთის რიაზანის ოლქში დაბადებულ ბიჭს რუსეთის მმართველი პარტიისადმი პატივისცემის ნიშნად ედინაია რასია დაარქვეს.
როგორც ბავშვის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სახელი ბავშვს იმიტომ დაარქვეს, რომ მმართველ ძალას დიდ პატივს სცემენ.
მისივე თქმით, მათი სოფლის მოძღვარმა მშობლების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და ლოცვა-კურთხევა მისცა.
აღსანიშნავია, რომ ამავე ოჯახში რამდენიმე წლის წინ დაბადებულ გოგონას სახელად პუტინი დაარქვეს.
„ინტერპრესნიუსი“