აჭარაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, საკრებულოს თამჯდომარეები მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურის, ქობულეთის და ხულოში შეიცვალნენ. ხოლო დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმის საკრებულოშიც, საკრებულოს თავმჯდომარის სკამები კვლავ ძველმა თავმჯდომარეებმა დაიკავეს.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძეა; ხულოს რაიონში - ნოდარ თავართქილაძე. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კი - ნიკო ბერიძე.
არ შეცვლილან მუნიციპალიტეტების გამგებლები და ბათუმის მერიც.
რაიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, 30 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი კანდიდატები იყვნენ მათსავე მუნიციპალიტეტებში. ესენი არიან: ხელვაჩაური _ თეიმურაზ დუმბაძე, ქობულეთი _ ვასილ თავართქილაძე, ქედა _ ირაკლი ბარამიძე, შუახევი _ ომარ მეგრელიძე, ხულო _ ლევან აბაშიძე.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა ძველი კადრების ნახვა იგივე თანამდებობაზე: „რა საჭირო იყო არჩევნების ჩატარება და თანხების დახარჯვა ამისთვის?! ხელისუფლებას ვინც უნდა, ხომ მაინც იმათ დაიკავეს ისევ თანამდებობები?!“
მაკა მალაყმაძე, აჭარა