სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთში 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს დამწვარი შენობების დანგრევა ბრძანა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.
აღნიშნული სკაითხი ბაღაფშმა ქალაქებისა და რაიონების დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან დღეს გამართულ თათბირზე განიხილა. მან თათბირზე აღნიშნა, რომ სოხუმსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, განსაკუთრებით ცენტრალური ტრასის გასწვრივ ჯერ კიდევ დგას სახლები, რომლებიც „ხალხს ომს ახსენებენ“.
ბაღაფშმა დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანებელს დაავალა, ერთ თვეში დაანგრიონ და გაიტანონ საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული და დამწვარი შენობები, რომლებიც სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარადან ოჩამჩირემდე, გზების გასწვრივ დგას.
ინტერპრესნიუსი