აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც თავის დაწვა სცადა, წუხელ დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრში განუცხადეს.
„ნანა ფიფია წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, ბოლო ორ დღეს კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული“, - განაცხადეს დამწვრობის ცენტრში.
აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა 27 ოქტომბერს სცადა. მას სხეულის 30%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ნანა ფიფია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.
შენიშვნა: ვიდეომასალა გადაღებულია მობილიური ტელეფონით 27 ოქტომბერს, როდესაც ნანა ფიფიამ სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. ვიდეომასალა „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა მოაწოდა.
ვიდეომასალა:
http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=208
ალექსი ბეჟანიშვილი