ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მისიამ 29 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ნოემბერს სადამკვირვებლო მისიის ჯგუფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან სამი პირი შენიშნა, რომელიც სოფელ დიცის მახლობლად, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აზომვით სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნულ პირებს შვიდი შეიარაღებული სამხედრო პირი ახლდა.
მისიის განმარტებით, მსგავსი აზომვითი სამუშაოები პირველად არ დაფიქსირებულა. ევროკავშირის კომისია „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების წარმოების“ გამო შეშფოთებულია, რადგან ეს შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან, რასაც ევროკავშირი მხარს სრულად უჭერს.
ინტერპრესნიუსი