ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარი“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „დინამოს“ კორტებზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ.
„ჰამქარის“ ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა, „კონსერვატორმა“ ლაშა ჩხარტიშვილმა და „ხალხის პარტიის“ წევრმა ალეკო შალამბერიძემ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც გაჩეხილი ხეების ამსახველი ფოტოები მიიტანეს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, კორტების ტერიტორია რეკრეაციული ზონაა და 200 ხე გაჩეხეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მისი თქმით, გაჩეხილი ხეების ადგილზე საჯარო რეესტრის „შუშებიანი“ შენობის აშენებას აპირებენ.
ლაშა ჩხარტიშვილმა კი, ხელისუფლება ეკოციდში დაადანაშაულა.
ინტერპრესნიუსი