ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებული პირი პრესას საკუთარი ხარჯებით გაეცნობა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით, ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებული მსჯავრდებულის უფლებები განისაზღვრა.
ბრძანების თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს ჟურნალ-გაზეთები საკუთარ ხარჯზე გამოიწეროს. ამას გარდა, მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველთან შეუზღუდავი შეხვედრის უფლებით, აგრეთვე საკონსულოს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრის უფლებით; შეუძლია ისარგებლოს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით; შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს განსაზღვრული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ნივთები და საგნები; იქონიოს მიმოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოს დაწესებულების ბიბლიოთეკით; ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
ინტერპრესნიუსი