ციხის თანამშრომლებს პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპრყობის გამო თავისმართლების საშუალება აღარ ექნებათ.
ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის მიმართ არადამიანური მოპყრობის კონტროლი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით მკაცრდება.
ძველ კოდექსში, რომელიც გასულ წელს მოქმედებდა, მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ არც ერთი პატიმრის მიმართ არ შეიძლება გამოიყენონ წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა.
ეთიკის კოდექსის ახალ ვარიანტში კი ხაზგასმულია, რომ არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს ასეთი ქმედების გამართლების საფუძველი.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის ახალი კოდექსი, უკვე ძალაშია. მისი დარღვევა სამსახურეობრივი დისციპლინის დარღვევად ჩაითვლება.
ინტერპრესნიუსი