16 თებერვალს ბათუმში გოგოლის ქუჩის N#1-ში, ყოფილი სამხედრო შენობიდან თვითნებურად შესახლებული ექვსი ლტოლვილი ოჯახი გამოასახლეს. მათ სამართალდამცავებმა ფართის დაცლისთვის ორსაათიანი ვადა მისცეს.
ოჯახის წევრები ხელისუფლებას პირადი ნივთების ცხინვალის საზღვრამდე ჩატანაში დახმარებას თხოვენ.
„ჩვენ ამ წუთას სადმე თავის შეფარების საშუალება არა გვაქვს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, ისევ ცხინვალში დაბრუნებაა. ვთხოვ, მთავრობას ჩამატანინოს ავეჯი ცხინვალის საზღვართან. მეტს არაფერს ვითხოვ. არც ის 100 კვ.მ მიწა მინდა და არც ის ბინა - ორი წლის შემდეგ რომ ვითომ უნდა გადმომცენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.
გოგოლის #1 არსებული ტერიტორია 2010 წლის დეკემბერში აუქციონის წესით სააქციო საზოგადოება „ევრაზია ჯორჯიამ“ იყიდა.
მაკა მალაყმაძე, აჭარა