ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ქართულ-რუსულ მოსმენაზე გადაწყვეტილებას 1 აპრილს გამოაცხადებს. ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
საქმე ეხება საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის დარღვევის თაობაზე. ღია სხდომა ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში 1 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლე ჰისადი ოვადა წაიკითხავს.
საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებს. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებს.
ინტერპრესნიუსი