სამართალდამცავებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში - დანაშაულში, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-332-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, „ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია ახორციელებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას გადმობირებას“.
ვიდეო
პალიტრა.ტვ