კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
გამოცემები
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

FIDH და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი განცხადება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

20 მარტი, 2013

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) მიესალმებიან 2013 წლის იანვარში 190 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე(3) , რომელიც 2013 წლის 12 იანვარს მიიღო პარლამენტმა და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განაგრძოს მართლმსაჯულების რეფორმა.

ანგარიშში „ეკლები ვარდების შემდეგ - პოლიტიკური პატიმრები პოსტ-რევოლუციურ საქართველოში“(4)  FIDH და HRIDC გამოიყენეს პოლიტპატიმრის განმსაზღვრელი დეფინიცია, რომელიც ევროპის საბჭომ შეიმუშავა. ანგარიშში წარმოდგენილი და გაანალიზებულია რვა საქმე, რომელიც შეიცავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს. ანგარიშში წარმოდგენილი ორი პატიმარი „ამნისტიის შესახებ კანონის“ ძალით სხვები კი მანამდე, სასჯელის მოხდის შედეგად  გათავისუფლდა.

პოლიტპატიმართა გათავისუფლება წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის პროცესისათვის. თუმცა, ჩვენი ორგანიზაციები ყურადღებას მიაპყრობენ იმ ფაქტს, რომ ციხეში ამჟამად მყოფი ზოგი პატიმარი ასევე აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

FIDH და HRIDC მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

- შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის იმ პოლიტპატიმართა საქმეებს, რომლებმაც სასჯელი სრულიად მოიხადა, ან გათავისუფლდნენ „ამინისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და მიანიჭოს მათ შესაბამისი სტატუსი, რაც აუცილებელია ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი რეაბილიტაციისათვის.

- განაგრძოს სავარაუდოდ პოლიტიკური პატიმრების საქმეების გამოძიება

- განაგრძოს მართლმსაჯულების რეფორმა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური პატიმრობა მომავალში

- სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალურ ინსტრუმენტებთან, კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

http://www.fidh.org/Georgian-political-prisoners-13043


1.  The Law includes a list of 190 “persons incarcerated on political grounds” and 4 “persons persecuted on political grounds”.
2.  See After the rose, the thorns: political prisoners in postrevolutionary Georgia, September 2009,
http://www.fidh.org/-Georgia-?id_mot=26
 3. აღნიშნული კანონი მოიცავს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ“ 190 და 4 „პოლიტიკური ნიშნით დევნილ“ ადამიანს.
4.
  http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%20-%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf 

ახალი ამბები