კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
გამოცემები
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო სექტორი საიას თანამშრომლის საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს-განცხადება

8 აპრილი, 2013

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თანამშრომლის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შსს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი, რომან ფარტენაძე,ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა. ამის შემდგომ, შსს-მ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

2 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა დასკვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ავერსის" აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა. ასევე, გენერალური ინსპექციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ს.-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

წინამდებარე საქმეზე გამოიკვეთა, რომ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავდა მნიშვნელოვან გარემოებებს დაზიანდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად მტკიცებულების განადგურება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე დანაშაულია, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მოგვიანებით ასევე გაირკვა, რომ ვ. თელიას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, რაზეც ყურადღების გამახვილება არ მომხდარა. საქართველოს ადმინისიტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, მართვის მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, მიიჩნევა სამართადარღვევად და იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

სახელმწიფოს აქვს, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ ვალდებულია არ დაარღვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება.

აღნიშნულ საქმეზე მნიშვნელოვანია გამოკვლეული იქნას ვიდეოჩანაწერის დაზიანების რეალური მიზეზი. შესაბამისად საჭიროა გამოძიების წარმოება, რათა დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და დადგეს კონკრეტული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, აუცილებელია, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება პრაქტიკაში იყოს რეალიზებული და ადმინისტრაციული სამართალდარვევის შემთხვევაში მოქალაქეებს პრივილეგიების მინიჭების გარეშე დაეკისროთ შესაბამისი სანქცია. აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებით პოლიციის მუშაკებს.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია საქმის შესახებ.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ციხის საერთაშორისო რეფორმა
2. საქართველოს პრესის ასოციაცია
3. ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
4. ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი
5. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
6. ფონდი ”ღია საზოგადოება -საქართველო”
7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
8. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
9. საზოგადოებრივი დამცველი
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
12. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
13. ასოციაცია ”მერკური”
14. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”
15. ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველო
16. თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი
17. მედიის განვითარების ფონდი
18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
19. ცოდნის ფონდი
20. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
21. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
22. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
23. ასოციაცია"ქალი და ბიზნესი"
24. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
25. ენერგოეფექტურობის ფონდი
26. დემოკრატიის ინსტიტუტი
27. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
28. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
29. ასოციაცია ”დეა"
30.ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
31. სტუდია ”რე”

ახალი ამბები