კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხოელი კონსულტანტი მთაწმინდის პარკის დალუქვას უკანონოდ მიიჩნევს

21 ნოემბერი, 2007

მთაწმინდის პარკის პროექტის კონსულტანტის ჯონ ელისის მტკიცებით, პოლიციამ და თბილისის მერიის წარმომადგენელმა 7 ნოემბერს უკანონოდ დალუქეს მთაწმინდის პარკი.

ელისის განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს მერიის განცხადება, თითქოს პარკი არ არის დასრულებული, რადგან პარკი 2007 წლის სექტემბერში ამუშავდა და სექტემბერ-ოქტომბერში პარკს უკვე 80 ათასი დამთვალიერებელი ჰყავდა.

ელისის განმარტებით, თუ პარკის მუშაობა აღდგება, გამოცდილი მენეჯმენტის, მომზადებული პერსონალის და შემოწმებული დანადგარების გარეშე, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს პარკის სტუმრებისთვის. კერძოდ, ელისის მტკიცებით, კვალიფიციური მენეჯმენტის კონტროლის გარეშე ატრაქციონებით სარგებლობა უსაფრთხო არ იქნება.

მისი თქმით, თუ პარკი სხვა კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ ამუშავდება, კომპანია „ლინქსი“, რომელიც ახორციელებდა ამ პროექტს, პასუხისმგებლობას იხსნის სტუმრების უსაფრთხოებაზე.

ჯონ ელისის განცხადებით, კომპანია „ლინქსის“ ზედამხედველობის გარეშე ატრაქციონების ამუშავება არალეგალურად ჩაითვლება. მისი მტკიცებით, კომპანია „ლინქსს“ ყველანაირი უფლება აქვს, ატრაქციონებისა და სხვა დანადგარების უკან დაბრუნებისთვის.

ცნობისთვის, კომპანია „ლინქსს“ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილს ეკუთვნის.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები