კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამსახურებში საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის მხარდაჭერის დადასტურებას სთხოვენ“

21 ნოემბერი, 2007

პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის ინფორმაციით, გარკვეულ სამსახურებში შეაქვთ ანკეტები და თანამშრომლებს მათ შევსებასა და ამით საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის დადასტურებას სთხოვენ.

როგორც დეპუტატმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს ინფორმაცია მას რამდენიმე მოქალაქემ გააცნო. მათი თქმით, თუ ისინი მოქმედი პრეზიდენტისადმი მხარდაჭერას წერილობით არ დაადასტურებენ, ორაზროვნად აფრთხილებენ, რომ შესაძლოა გართულებები შეექმნათ.

მაღრაძის თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს შექმნილი. მისივე თქმით, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა უნდა შეიქმნას, როცა ყველა ადამიანი არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში დარწმუნებული იქნება.

მაღრაძის განცხადებითვე, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში თავისუფალი მასმედიის არსებობა, ამ პრინციპს კი ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება.

პარლამენტარის შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს დამკვირვებლებში იმ აზრის შექმნას, რომ ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. დეპუტატი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აღნიშნული გარემოებები საარჩევნოდ აუცილებლად გაითვალისწინოს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები