მატარებლის ბილეთებზე მგზავრებს კიდევ ერთხელ შეექმნათ პრობლემები. 24-სა და 25 ნოემბერს რკინიგზის სალაროში ბილეთს იმ მოტივით არ ყიდდნენ, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. თუმცა, თბილისის მიმართულებით მატარებელი თითქმის ცარიელი მოძრაობდა.
ბათუმელმა ნინომ, რომელიც თბილისში სწავლობს, წუხელ მატარებლის გამცილებლის ადგილით იმგზავრა. „სალაროს თანამშრომელმა მითხრა, რომ ბილეთები აღარ იყო. თუმცა მატარებელი თითქმის ცარიელი იყო. დღეს, თბილისში უნდა ვყოფილიყავი აუცილებლად და ამიტომ მატარებლის გამცილებელს გადავუხადე მის ადგილში თანხა“. გამცილებელმა კი თავისუფალი მგზავრის ადგილით „ისარგებლა“.
ბილეთების უეცარი „გაქრობა“, სავარაუდოდ, იმავე მოტივით მოხდა, რომლითაც 2 ნოემბერს, როცა ხალხს აჭარიდან თბილისში დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე წამოსვლა სურდა.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი