07:27, Monday, 10.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტური გაშუქებისთვის საქართველოს მაუწყებლებს რეკომენდაციებს სთავაზობენ

29.11.2007
მედიასაბჭოს, ჟურნალისტებისა და საზოგადოების სახელით მიმართვა გაავრცელდა, რომელიც საქართველოს მაუწყებლებს საპრეზიდენტო არჩევნების და არჩევნების შემდგომი უახლესი მოვლენების ობიექტური გაშუქებისკენ მოუწოდებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით 27 ნოემბერს  გავრცელებული ეს დოკუმენტი 12   რეკომენდაციას შეიცავს . გთავაზობთ   ძირითად პუნქტებს:
- საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ობიექტური კრიტერიუმით შერჩეულ  მონაწილეს, პრეზიდენტობის  კანდიდატს ან მის წარმომადგენელს, უნდა დაეთმოს თანაბარი საეთერო დრო  ახალი ამბების ან პოლიტიკური დებატების ფარგლებში. 
- წინასაარევნო პერიოდში  ყველა მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ხელისუფლების მიერ უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული იმ მასალების ტირაჟირებისგან, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტობის  კანდიდატთა თუ მათი წარმომადგენლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.
- ყველა მაუწყებელმა ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ფაქტების და  ჭორების ტირაჟირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ინფორმაცია ხელს უწყობს ძალადობის და  მასობრივი არეულობის პროვოცირებას,  ან ძალადობის და არეულობისკენ წაქეზებას.
- კანდიდატის თუ მისი საარჩევნო გუნდის მიმართ წაყენებული პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებების ტელევიზიით გავრცელების შემთხვევაში, ბრალდების ადრესატს მიეცეს პასუხის გაცემის საშუალება იმავე მაუწყებლის მეშვეობით, იმავე გადაცემაში. სადისკუსიო პროგრამების (ტოქ-შოუების) ორგანიზებისას, აუდიტორიის მოწვევის შემთხვევაში, უნდა მიიღონ ზომები მონაწილეთა დაბალანსებული შერჩევისათვის.
- საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიური კვლევის, მათ შოორის, ეგზითპოლის გაშუქება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო სტანდარტით, მეცნიერულად სანდო მეთოდოლოგიით, გამჭვირვალედ, დამკვეთის და დაფინანსების წყაროს ჩვენებით. აუცილებელია კვლევის შედეგის საექსპერტო განხილვა, პლურალისტური დისკუსიის ორგანიზებით.

სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის კომენტირებისას, მედიასაბჭოს წევრმა და რეკომენდაციების  ერთ-ერთმა ავტორმა, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ხარისხი და ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეაფასებს მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობა საქართველოში დაგეგმილ  2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს.

„არჩევნებმა, რომ  კარგი შეფასება მიიღოს და  მისი შედეგები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ქართულმა მედიამ უნდა იმუშაოს ობიექტურად და დაბალანსებულად.  ყოველმა  ჟურნალისტმა,  საინფორმაციო სამსახურების  თითოეულმა ხელმძღვანელმა  ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს“, თქვა ეკა კვესიტაძემ და იქვე „რუსთავი 2“-ს იმისთვის მისცა შენიშვნა, რომ საინფორმაციო გადაცემის მსვლელობისას  დაუგეგმავად მოხდა  ფილარმონიაში მიმდინარე კონცერტის პირდაპირ ეთერში ჩართვა, რომელსაც  პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. ტელეკომპანიის ეთერი სააკაშვილის სიტყვით  გამოსვლასაც დაეთმო.

„თუ საარჩევნო კამპანიის დროს ამდენ დროს დაუთმობთ მიხეილ სააკაშვილს, ჩვენს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების მიხედვით,  თქვენ ვალდებულები იქნებით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით შერჩეულ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს დაუთმოთ ზუსტად იგივე დრო  საინფორმაციო გამოშვებებში“, მიმართა ეკა კვესიტაძემ „რუსთავი 2“-ის წამყვანებს.
ჟურნალისტის განცხადებით, ძალიან კარგი იქნება, თუ მათ ინიციატივას გამოეხმაურებიან ტელეკომპანიების ხელმძღვანელები,  რადგან საბოლოო ჯამში ტელეკომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ,  როგორ იმუშავებენ ისინი წინასასარჩევნო პერიოდში და როგორ დაიცავენ პროფესიული სტანდარტებს.

„კარგი იქნება  თუ შეიქმნება საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საბჭო, შესაძლებელია მასში  უცხოელი ჟურნალისტებიც შევიდნენ. ჩვენი მოსაზრებით,   საბჭო   მონიტორინგის ფუნქციას შეასრულებს და დააკვირდება, თუ  რამდენად ობიექტურად და დაბალანსებულად აშუქებს წინასაარცევნო პერიოდს მედია“, თქვა ეკა კვესიტაძემ.

მისივე ცნობით, 1 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „დიდი კონფერენცია“ გაიმართება, სადაც ხსენებული  რეკომენდაციების განხილვა მოხდება.

                                                                                                          წყარო: Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC