კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „მაესტროს“ საკაბელო მაუწყებლობა აღდგა

30 ნოემბერი, 2007
29 ნოემბერს, საღამოს,  სრულად აღდგა სტუდია „მაესტროს“ საკაბელო მაუწყებლობა. 30 ნოემბერს, 21.30 საათზე ეთერში პირველად გავა  გადაცემა „პროფესია - ჟურნალისტი“.
„მაესტროს“ მაუწყებლობა, 28 ნოემბერს, საღამოს გაითიშა, ხსენებული გადაცემის ჩვენების წინ. კომპანია  „გლობალ TV“, რომლის  საშუალებითაც მაუწყებლობს მაესტრო, გათიშვის მიზეზად ტექნიკურ  ხარვეზებს ასახელებს,  თუმცა მამუკა ღლონტი ვარაუდობს, რომ „ეს გადაცემა ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს  არ მოუვიდა თვალში“.
ღლონტის ინფორმაციით, გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ, ზოგადად, არჩევნებზე და დემოკრატიაზე. 

სტუდია „მაესტრო“  სპეციალიზებული სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს, რომლის თანახმად, მას,  გასართობ-მუსიკალური და შემეცნებით პროგრამების გაშვების უფლება აქვს.
„მაესტროს“ პროგრამები თბილისის საკაბელო არხებით ვრცელდება.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები