კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ვიდეოხიდი გაიმართება

7 დეკემბერი, 2007
დღეს "რია ნოვოსტის" თბილისის, მოსკოვისა და ბაქოს საერთაშორისო პერსცენტრებს შორის ვიდეოხიდი გაიმართება. მისი მონაწილენი პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვისა და არჩევნების საკითხებზე ისაუბრებენ.

10 დეკემბერს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღინიშნება. ვიდეოხიდი სწორედ ამ თარიღს, ასევე, რუსეთსა და უკრაინაში უკვე ჩატარებულ,  საქართველოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მიეძღვნება.

"რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის სტუმრები საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იქნებიან.

რუსული მხარიდან ვიდეოკონფერენციაში მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე ლუდმილა ალექსეევა და პროფესორი გიორგი კუნაძე მიიღებენ მონაწილეობას. "რია ნოვოსტის" ბაქოს პრესცენტრიდან კი დისკუსიაში ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ აბდულაევა, დილიარა ალიევას სახელობის ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ნოველა ჯაფაროღლუ, უფლებათა დამცველი საიდა ჰოჯამანლი და აზერბაიჯანის უფლბათადამცველი ორგანიზაციების მონიტორინგის ჯგუფის წევრები საადათ ბანანიარლი და ზალიხა ტაიროვა ჩაერთვებიან.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები