კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქეთა ნაწილი 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებისგან პასუხის ითხოვს

7 დეკემბერი, 2007
თბილისში, ქაშვეთის წმიდა გიორგი სახელობის ტაძრის წინ მოქალაქეთა  ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ზუსტად ერთი თვის წინათ, 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებისგან პასუხის ითხოვენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოეტმა ლია ნაროუშვილმა განაცხადა, ქართული საზოგადოების ნაწილი მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას მიმართავს და იმ სამ ძირითად კითხვას უგზავნის, რომელიც სწორედ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევას შეეხება. კერძოდ, მოქალაქეებს აინტერესებთ, ვინ გასცა 7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის, "არაადამიანური სისასტიკით" დარბევის ბრძანება, ვინ გამოიყენა ქაშვეთის ეკლესიაში შეხიზნული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რატომ მისცა ხელისუფლებამ საკუთარ თავს ასეთი მკრეხელობის ჩადენის უფლება. ასევე, რა პასუხს აძლევს ხელისუფლება საკუთარ ხალხს დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედის" ვანდალურად დარბევის გამო, რამაც საზოგადოება სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მოაქცია".

ლია ნაროუშვილის თქმით, მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებისადმი მიმართვას, რომელშიც აღნიშნული კითხვებია ჩამოყალიბებული, 700 მოქალაქე აწერს ხელს. მათ შორის არიან კომპოზიტორები, მხატვრები და მწერლები. თუმცა, მათი დასახელებისაგან ლია ნაროუშვილმა თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ აღნიშნული პირების წინააღმდეგ ხელისუფლება პოლიტიკურ ტერორს გამოიყენებს. 

მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებისადმი  მიმართვა რამდენიმე ქვეყანაში ინტერნეტის მეშვეობით უკვე გაიგზავნა.

წყარო: მედინიუსი


ახალი ამბები