კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს

7 დეკემბერი, 2007
საერთო სახალხო საბჭოს წევრის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მათი პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე ზაზა მეჭიაურზე მიმდინარეობს ზეწოლა, შანტაჟი, იყო მისი მოსყიდვის მცდელობა.

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლების შეკვეთით "ამოიქექა"  კონტროლის პალატის დოკუმენტები. "დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ მინისტრობის პერიოდში ჟურნალისტები მიმყავდა საზღვარგარეთ და თურმე ეს დანაშაული ყოფილა", _ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ბრიფინგზე აგრეთვე ითქვა, რომ საბჭოს წევრთა მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატის აბაშის საარჩევნო შტაბის შენობიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაძევა საარჩევნო შტაბის წევრები.

ოპოზიციონერთა განმარტებით, დარღვევათა ნუსხა უსასრულოა და ხელისუფლება მსგავს უკანონობებს საქართველოს ყველა რეგიონში სჩადის.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები