11 დეკემბერს "რია-ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი გაიმართება, რომლის მონაწილეები ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
"რია-ნოვოსტის" მოსკოვის პრესცენტრში შეკრებილი რუსი და მოსკოვში აკრედიტებული უცხოური მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი და ტელეკომპანიის პოლიტიკური პროგრამის დირექტორი გიორგი თარგამაძე უპასუხებენ.
ტელეკომპანია "იმედმა" მაუწყებლობა 7 ნოემბერს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნითა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, "იმედს" ყადაღა მოეხსნა და მისმა თანამშრომლებმა შეძლეს ტელეკომპანიის შენობაში შესვლა. ტექნიკური მიზეზებით, ტელეკომპანიაში მაუწყებლობის აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
წყარო: მედიანიუსი