კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყალებულ პატიმრებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ

11 დეკემბერი, 2007

ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო ბათუმის შტაბის წევრების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ შეწყალებულ კობა ყურბანიძეს პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილზე მხარდაჭერას აიძულებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობით ემუქრებოდნენ.
უკვე ორი დღეა ყურბანიძის ადგილსამყოფელი მისი ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია.

"შეწყალებული პატიმრების 40% დღეს შებრუნებულია საპატიმროებში. მათ სააკაშვილზე მხარდაჭერას აიძულებდნენ. კობა ყურბანიძე, რომელმაც ჩვენ საჩივრით მოგვმართა, ორი დღეა აღარსად ჩანს. მას ნათესავები და ოჯახის წევრებიც ეძებენ. ჩვენი აზრით, ის პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს", აცხადებს შტაბის ხელმძღავნელი ავთანდილ გადახაბაძე.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი შორენა სარიშვილი ადასტურებს, რომ ყურბანიძემ მათთაც მიმართა: "განცხადება დაწერა, მაგრამ უფლება არა მაქვს, გავაკეთო კომენტარი".

საპყრობილის მონიტორინგის ერთ-ერთი წევრის, გენო გელაძის განცხადებით,  კოტე ყურბანიძე 8 დეკემბერს, ქურდობის ფაქტზე დააკავეს.
შტაბის წევრების ვარაუდით, ყურბანიძე პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები