კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძე - ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლების მიმართ ზეწოლას განაგრძობს

12 დეკემბერი, 2007

ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლების მიმართ ზეწოლას განაგრძობს, ამის შესახებ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ტელეხიდის თბილისი-მოსკოვი მსვლელობისას „ტელეიმედის“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების რედაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
„ამ ვიდეოხიდის მიმდინარეობის დროსაც კი, ჩვენს ჟურნალისტებს ემუქრებიან და  აშანტაჟებენ“,  განაცხადა თარგამაძემ, როდესაც მას  ტელეიმედიდან წასული ჟურნალისტების ვინაობაზე და   მათი წასვლის მიზეზებზე ჰკითხეს.
თარგამაძის მტკიცებით, ჟურნალისტებს ერთის მხრივ ემუქრებიან, მეორეს მხრივ კი, სხვა არხებზე გადასვლას ურჩევენ და ქართული ტელებაზრისთვის არარეალურ პირობებს სთავაზობენ.
 
„როდესაც ჟურნალისტს ჰპირდებიან იმდენ ხელფასს, რამდენსაც ამერიკული ტელეარხის წამყვანი იღებს, ცხადი ხდება, რომ ასეთი შეთავაზება პოლიტიკურად არის მოტივირებული.  ამგვარად,  მოსალოდნელია, რომ პრობლემები შეგვექმნას, რადგან ასეთ შანტაჟს შესაძლებელია ჟურნალისტმა გაუძლოს, მაგრამ  ვერ გაუძლოს, როცა  მის რომელიმე ნათესავს ემუქრებიან“, თქვა თარგამაძემ.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად,  „ტელეიმედი“ ჟურნალისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა დატოვა.
„ჟურნალისტების ნაკლებობას არ განვიცდით,  თუმცა მაინც არსებობს მცირე საკადრო პრობლემა“, თქვა თარგამაძემ. 
თარგამაძის ცნობით, შეტევა მის მიმართაც ყოფილა.
„ნოემბრის მოვლენების დროს, მე  დამიკავშირდა  შსს-ს მაღალი რანგის თანამშრომელი და განმიცხადა,  რომ შენზე ტერაქტი მზადდება ერთ-ერთ ქვეყანაში და  ამიტომ  ფრთხილად იყავიო. დაცვაც შემომთავაზეს და ის ქალაქიც მიუთითეს, სადაც, თითქოს,  ჩემი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს“.
თარგამაძის თქმით, ამგვარი მეთოდებით  შეტევა უკვე 2-3 წელია გრძელდება „იმედის“ ჟურნალისტებზე, რადგან იმთავითვე ცხადი იყო,   რომ ხელისუფლება ვერ შეძლებდა „იმედის“ გაკონტროლებას.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები