ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს, ბადრი ქაჯაიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ქაჯაიას განკარგულებით, საკრებულოს კუთვნილი კომპიუტერი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბSi გადაიტანეს. კომპიუტერი წაიღეს ოპოზიციონერთა კაბინეტიდანაც.
„ჩვენ, ოპოზიციური პარტიის წევრები ამ კაბინეტში ვიკრიბებით, აქ გვქონდა კომპიუტერიც, მაგრამ „ნაციონალების“ შტაბში წაიღეს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
ლეიბორისტი დავით რობაქიძე კი კანონის იმ ნორმის დარღვევაზე საუბრობს, რითაც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შტაბის გახსნას კრძალავს.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი.