კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზები ქართველებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას არ აპირებენ

14 დეკემბერი, 2007
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 5 იანვრისთვის დანიშნულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთ საარჩევნო უბანს არ გახსნის.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთი არ არის საქართველოს ნაწილი და არც აპირებს მის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.
"აფხაზეთში არავითარი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და არც ჩატარდება. ოფიციალურ თბილისს არც მოუმართავს ჩვენთვის საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან პასუხი წინასწარ იცოდნენ - აფხაზეთი არ არის საქართველოს ნაწილი", - განაცხადა სერგეი შამბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში ქართველებს სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ ჩავიდნენ "მეზობელ სახელმწიფოში" და საკუთარი არჩევანი იქ გააკეთონ. "ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ. თუ უნდათ, შეუძლიათ წავიდნენ და საქართველოში იცხოვრონ",  - აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყეტილებით, გადაკეტილია ადმინისტრაციული საზღვარი, ყველა შემოვლით გზაზე კი ჩაყენებულია შეიარაღებული ძალები.

საარჩევნო უბნები არ გაიხსნება ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ცნობისათვის: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები