პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გელბახიანის აზრით, არავითარი ანტისემიტური არ არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებაში, რომელმაც ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს მათიაშ იორშს უნგრელი ებრაელი უწოდა.
"ჩვენი კანდიდატიც წარმოშობით ქართველი ებრაელია და ეს უფრო მიმზიდველია. ამას ადასტურებს ჩვენი 26 საუკუნოვანი ურთიერთობა", - აცხადებს გელბახიანი.
მისივე მტკიცებით, სწორედ ხელისუფლება ცდილობს გააღვივოს ეროვნული შუღლი.
ვალერი გელბახიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, "ვისაც ზემოხსენებული მოტივით სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს," მიმართონ პატარკაციშვილის შტაბს, რომელიც შესაბამის პროცედურებს დაიწყებს. ეს პროცედურები კი, ჰააგის სასამართლოს სპეციალური პროკურორისადმი მიმართვაა.
წყარო: მედიანიუსი